| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ოჩიგავა-გზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1928 წელს სტაჟიორად დატოვეს ქ. თბილისის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში; და 1931-1932წწ. მუშაობა დაიწყო ექიმად პროფესორ გრიგოლ მუხაძის ხელმძღვანელობით; 1932-1933წწ. იყო წალკის რაიონის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური და სამეანო განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1933-1934წწ. ქ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მეორე დასტაქარი და დედათა და ბავშვთა კონსულტაციის გამგე და მეორე დასტაქარი; 1934-1935წწ. ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1935- 1939წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ქირურგი; 1940-1941წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური უროლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1941-1942წწ. აქვე- უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1941-1942წწ. პარალელურად იყო კონსულტანტი ორ ჰოსპიტალში; ცენტრალური-კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური კაბინეტის გამგე (1946 წლიდან). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1950); 1948-1951წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ექიმი კონსულტანტი-უროლოგი; 1951-1982წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს პოლიკლინიკის უროლოგი და კონსულტანტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა ორი მონოგრაფია, რამდენიმე საგაზეთო სტატია. დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. ცნობილი ქირურგი-უროლოგი. პროფესორ ალექსანდრე გზირიშვილის მეუღლე, ბიოლოგ ნათელა გზირიშვილის დედა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 543-545 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

