| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაჭარაშვილი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1990 წელს. 1990-1992წწ. მუშაობდა გაზეთ "რესპუბლიკის" უმცროს რედაქტორად; 1992-1993წწ. გაზეთ "საქმიანი კვირის" მიმომხილველად; 1993 წლიდან იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტად; სოფლის მეურნეობის შესახებ ერთადერთი კვალიფიციური ჟურნალის "ახალი აგრარული საქართველოს" გამომცემელი და ხელმძღვანელი, ინტერნეტ პორტალ agronews.ge-ს დამაარსებელი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.231; სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

