The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამილა გურგენიძე

თამილა გურგენიძე
Date of birth:10 September, 1942
Date of death:9 March, 2009  (at 66 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი "მყარი სხეულის ფიზიკის" სპეციალობით 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1973-1990წწ. მუშაობდა თბილისის ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; პროფესორ მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის განყოფილებაში; 1973-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დემოგრაფიისა და მედიცინის პრობლემურ ლაბორატორიაში; 1989-2009წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის კათედრის ასისტენტი. თანაავტორია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ოთხგზის გამოცემული სახელმძღვანელოსი. როგორც პედაგოგი იგი მონაწილეობდა ჯანდაცვის მენეჯერთა ტრენინგებში. მონაწილეობდა აშშ-ს საერთაშორისო დახმარების ალიანსის (AIHA) ეგიდით, პარტნიორულ პროგრამაში, რის გამოც მივლენილი იყო აშშ. თსსუ -ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის კათედრის ასისტენტი, ჯანდაცვის ქართული მეცნიერული სკოლის წარმომადგენელი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.556-559  


Share: