| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1932 წელს. 1932-1933წწ. მუშობდა ლუქსემბურგის (დღევანდელი ბოლნისი) საექიმო პუნქტის გამგედ; 1933-1934წწ. ტრესტ "ჭიათურმარგანეცის" მაღაროთა სამმართველოების ჯანპუნქტების ქირურგად; 1934-1935წწ. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის რაიონული საავადმყოფოს გამგედ; 1935-1940წწ. ჭიათურის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ; 1940-1941წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1941-1946წწ. გაწვეულ იქნა სამამულო ომში, ამ ხნის მანძილზე მსახურობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე: ევაკოჰოსპიტლის განყოფილების გამგედ, კავალერიის პოლკისა და დივიზიის პოლკის უფროს ექიმად და სხვა; დემობილიზაციის შემდეგ: 1946- 1961წწ. იყო ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგი; 1961-1971წწ. ჭიათურის ქალთა კონსულტაციის გამგე; 1954-1961წწ. მოღვაწეობდა პედაგოგად მისივე დაარსებულ ჭიათურის სამედიცინო სასწავლებელში, იყო ამ სასწავლებლის დირექტორი (1954-1961). სამედიცინო სამსახურის კაპიტანი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.562-563 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

