The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი მუსხელიძე

დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1937  (89 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1964-1968წწ. მუშაობდა გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტად; 1968-1973წწ. კასპის რაიონული გაზეთ "განთიადის" რედაქტორის მოადგილედ; 1973-1974წწ. საქართველოს ტელევიზიის უფროს რედაქტორად; 1974-1996წწ. იყო გაზეთ "სოფლის ცხოვრების" კორესპონდენტი, რედაქტორის პირველი მოადგილე; 1997-1997წწ. გაზეთ "სიყვარულის" რედაქტორი; 1997 წლიდან გაზეთ "სამსჯავროს" რედაქტორი და თანამოაზრეებთან ერთად დაფუძნებული, 1992 წლიდან თბილისის ჟურნალისტიკის და სამართლის ინსტიტუტის რექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1997 - სერგეი მესხის სახელობის პრემია

გააზიარე: