The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მინდიაშვილი

Date of birth:22 May, 1889  (137 years)
Date of death:19??
Category:Translator, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ფონ-შრენნერის საბუღალტრო კურსები თბილისში.

მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა თვითშემოქმედებით წრეში. სცენაზე გამოვიდა 1906 წელს "რენესანსის"თეატრში, სპექტაკლში "პატარა კახი", შეასრულა გივის როლი. 1928-1950 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უბნისა და პროვინციის თეატრში, უმთავრესად, სახალხო სახლის სცენისმოყვარულთა წრეში და კლუბებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ოტია ("და-ძმა"), მაზუთიანი და ციმბირელი ("ციმბირელი"), დონ-კიხოტი ("დონ-კიხოტი"), მიკიჩა ("ხანუმა"), მაქსიმილიანე ფონ-მოორი ("ყაჩაღები"), მამასახლისი ("მსხვერპლი"), ბოს ("იმედის დაღუპვა"), საღათელა და ანდრიას ელიზბარიანი ("ნამუსისასთვის"), გარსევან ("არსენა") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ პირველ კინოსურათში შეასრულა მაზუთიანის როლი, "პარიზის კომუნაში" ეპიზოდური როლი და სხვ. თარგმნა "60 წლის მოხუცი", გადმოაკეთა "თეთრი ღენერალი", რომლებიც ხშირად იდგმებოდა თბილისის მუშათა თეატრებში. ერთხანს სახალხო სახლის გამგეობის წევრადაც მუშაობდა. რეზონიორი (ძველებური რომანის ან პიესის პერსონაჟი, რომლის პირითაც ავტორი გამოთქვამს თავის შეხედულებებს ნაწარმოებში აღწერილი ამბების შესახებ და იძლევა დანარჩენი მოქმედი პირების მორალურ დახასიათებას), სახალხო თეატრის მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.304-305


Share: