The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მშვიდობაძე

Date of birth:8 February, 1937  (89 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1957-1962წწ. მუშაობდა თსუ-ს მრავალტირაჟიან გაზეთ "ახალგაზრდა სტალინელის" კორესპონდენტად, გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორესპონდენტად; 1983-1984წწ. იყო საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოება "ალმანახის" ("მწიგნობარი") სარედაქციო საბჭოს წევრი; 1987-1992წწ. აჭარის ტელერედკოლეგიის წევრი; 1989-1990წწ. ჟურნალ "მაჭახელას" ხელმძღვანელი და მისი საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის - "ოქროს საწმისის" რედაქტორი; 1992-1995წწ. მუშაობდა აჭარის ტელევიზიის მთავარ რედაქციაში მთარგმნელად, სტილისტად, აჭარის უზენაესი საბჭოს საინფორმაციო სააგენტო "აჭარის" მთავარ რედაქტორად; ხელმძღვანელობდა აჭარის უზენაესი საბჭოს ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს "ქრონიკა"; იყო აჭარის შსს-ს გაზეთ "პირისპირის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1993 წლიდან გაზეთ "მეცნიერების" რედაქტორი; 1994 წლიდან აჭარის ტელერადიოდეპარტამენტში ტელევიზიის მთავარი რედაქციის სტილისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.234

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1969-)

Bibliography


Share: