The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასიკო მჭედლიშვილი

ვასიკო მჭედლიშვილი
Legal name:ვასილ მჭედლიშვილი
Date of birth:9 August, 1944
Date of death:April, 2010  (at 65 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1961-1962წწ. მუშაობდა თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის მხატვარ–რეტუშორად; 1936-1964წწ. გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" კორესპონდენტად; 1965-1966წწ. გაზეთ "სამშობლოს ხმის" კორესპონდენტად; 1967-1968წწ. გაზეთ "ეკრანის ამბების" პასუხისმგებელი მდივანად; 1968-1969წწ. იყო გაზეთ "საქართველოს კინომატოგრაფისტის" მთავარ რედაქტორი; 1969-1972წწ. გაზეთ "სამშობლოს" პასუხისმგებელი მდივანი; 1973 წლიდან გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორის მოადგილე; 1974 წლიდან პრესის გავრცელების რესპუბლიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1975-1977წწ. გაზეთ "თბილისის"; 1977-1979წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის"; 1979-1984წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კორესპონდენტი მოსკოვში; 1984-1986წწ. მუშაობდა ჟურნალ "ახალი ფილმების" მთავარ რედაქტორად; 1992-1993წწ. გამომცემლობა "ფიროსმანის მეგობრების" დირექტორად; 1993-1996წწ. საერთაშორისო საზოგადოება "ფიროსმანის მეგობრების" პრეზიდენტიად; 1966 წლიდან კლუბ-ჟურნალ "ქართველების" მთავარი რედაქტორი და გამომცემელია. მხატვრულ–დოკუმენტური და პუბლიცისტური ჟანრის 13 წიგნის ავტორია.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.234; ვასილ მჭედლიშვილი : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2010. - 24 აპრილი. - N76 (6442). - 11 გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1966-)

Bibliography


Share: