The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მირიანაშვილი

მიხეილ მირიანაშვილი
სხვა სახელი:მიხაკო მირიანაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1868  (157 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ვეტერინარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

მიხეილ მირიანაშვილი მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სწავლობდა პოლონეთში, ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში, საიდანაც აქტიური რევოლუციური მოღვაწეობისათვის (იყო "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" აღმასრულებელი მდივანი) გარიცხეს და დააპატიმრეს. ვეტერინარის დიპლომი ყაზანის უნივერსიტეტში აიღო. მიხეილ მირიანაშვილი 1906-1912 წლებში მსახურობდა განჯის (ყაზახი, ელისაბედპოლი) გუბერნიის სამაზრო ქალაქ აღსტაფაში ექიმ–ვეტერინარად. იგი ფართო პრაქტიკული და სამეცნიერო–პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა ვეტერინარიის დარგში, რისი დასტურიცაა 1925–1932 წლებში მის მიერ გამოქვეყნებული ბროშურები შინაური ცხოველების დაავადებათა მკურნალობის შესახებ. ფიზიკოსების გრიგოლ და მათე მირიანაშვილების მამა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: