| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ყანჩელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1921 წელს. 1924 წელს მუშაობა დაიწყო რკინიგზის სკოლების ბავშვთა ექიმად; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ჯანდაცვის ინსპექტორად, ორგანიზაციას უწევდა ბავშვთა პირველ სანატორიუმებს: კოჯორში, სურამში, ბაკურიანში; დააარსა ბავშვთა პირველი სახლები, ოთახები. სათავეში ჩაუდგა საქართველოში პიონერთა ბანაკების ორგანიზაციას. იყო ჯანსახკომის დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსი; მთავარი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი სასკოლო ჰიგიენის ხაზით. მისივე მონაწილეობით იქმნება საბავშვო საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, მოზარდთა კაბინეტები. 1931 წლიდან არის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიგიენის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის კათედრის დოცენტი; 1941 წლიდან სან-ჰიგიენური ფაკულტეტის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კათედრის გამგე; ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). პედიატრი, ბავშვთა ჰიგიენისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.612-613 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

