| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო მმართველობის უნივერსიტეტი 1983 წელს; სადიპლომო ნაშრომი ჩაეთვალა საკანდიდატო მინიმუმად და სწავლა მმართველობის სახელმნიფო აკადემიაში განაგრძო. 1972 წლიდან პედსასწავლებელში სწავლობდა; ოთხი წელიწადი მე-5 საშუალო სკოლაში პიონერხელმძღვანლად იმუშავა; 1983 ნელს სწავლის პარალელურად ლექციებსაც კითხულობდა; 1988 წელს საბაზრო ეკონომიკისა და მარკეტინგის განხრით სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა; 1983-1990წწ. დაამთავრა ასპირანტურა, დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაციები შესაბამისი ხარისხის მოსაპოვებლად. 1991 წლიდან იმყოფება ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში. 1991-2017წწ. ქართული, რუსული და ინგლისური განათლების დიპლომანტია; 1991-1997წწ. ლონდონის ინგლისურ-რუსული გაზეთ "ევროპის მაცნეს" ფინანსური დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის ვრცლად აქვეყნებდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებს. 1995 წლიდან მან შემოიკრიბა ინგლისის ქართველ ემიგრანტთა ოჯახები; 2002 წლისათვის გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული სკოლა გაიხსნა; სკოლა შეიქმნა უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. იოანე (ხუან) ბაგრატიონი ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. ლიანა ჯიქიამ დაარსა ქართული სათვისტომო, გაერთიანებული სამეფოს პირველი პოლიფონიური ქართული ანსამბლი, მოზარდთა ცეკვის სტუდია, ძიუდოს წრე, გიტარისა და ვიოლინოს პირველი კლასები, ქართული ჟურნალ "თანამემამულის" ლონდონური ვერსია, ქართულ-ნაციონალური ინტერნეტ სამზარეულო, მაცხოვრის სახელობის ლონდონის ქართული ტაძრის დახმარების ფონდი, საოჯახო ცენტრი, 50+ ადამიანთა კლუბი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების თანადგომის კლუბი; მოაწყო საქველმოქმედო საღამოები და კონცერტები საქართველოს ქუჩის ბავშვებისა და უმწეოთა დასახმარებლად, ეკლესიის დასაარსებლად. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ.231-235 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

