| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასრათ ომარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მოსული, საინგილოს ზაქათალის რაიონი (აზერბაიჯანი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1971 წელს და მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1971-1974წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივის დაკომპლექტების, პუბლიკაციისა და გამოყენების განყოფილებაში; 1974 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე; 1975-1979წწ. იყო უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1979-2002წწ. მუშაობდა თსუ ონომასტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2002-2004წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე; 2013-2019წწ. არჩეული იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მოწვევით) და უკითხავს ლექციებს ქართული ენის ლექსიკის, გრამატიკის, ზეპირი და წერითი მეტყველების პრაქტიკულ კურსებში ქართულ ენაში მომზადების (1+4) პროგრამის სტუდენტებს; 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ენათმეცნიერების თეორიისა და ისტორიის სპეციალობით, ხოლო 2004 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნებად გამოქვეყნებული "საინგილოს ღირსეული შვილები" (2002), "საინგილოს გვარსახელები" (2005), "საინგილოს ანთოლოგია" (2017), "საინგილოს ანალიტიკური ბიბლიოთეკა" (2011); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი საბაკალავრო პროგრამა "ისტორიული ჰერეთი - საინგილო" ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (2001). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების სასწავლო დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი. წყარო: ჰასრათ ჰასრათოვი (ომარაშვილი) - 75 : ჩვენი იუბილარები // განათლება = Ganatleba : ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.-თბილისი, 2023.-N 4 (43).-გვ.11-12 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

