The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კატო მიქაძე

კატო მიქაძე
Other name:ეკატერინე მიქაძე
Date of birth:1884  (142 years)
Date of death:19??
Category:Politician, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, (ყოფილი სენაკის), ახლანდელი აბაშის რაიონი.

1902 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში (სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში), 1904 წელს მუშაობდა სამტრედიის ილინის აბრეშუმის ქარხანაში აბრეშუმის მხვეველად, სადაც მისი მონაწილეობით გაფიცვა მოხდა. 1905 წლის გაზაფხულზე, როგორც დევნილი, ბაქოს არალეგალურ ბოლშევიკურ სტამბაში მუშაობდა, სადაც აბელ ენუქიძე, ვანო სტურუა, ვანო ბოლქვაძე და სხვ. მუშაობდნენ. აქ იგი დიასახლისის როლს ასრულებდა – ეწეოდა კონსპირაციულ მუშაობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1905 წელს რევოლუციურ გამოსვლებში, ასევე 1905 წელს ყვირილასთან მომხდარ შეტაკებაში წითელარმიელთა და მთავრობის ჯარს შორის, სადაც მოკლულ იქნა რაზმის უფროსი ვასო სტურუა. 1905-1907 წლებში სოფელ კულაშში ეწეოდა არალეგალურ პარტიულ და კულტურულ მუშაობას (ვასო გეთიას რეჟისორობით, არხ. ახობაძის, ხიტუ მიქელაძის, ვიქ. მიქელაძის, თებრონე ახობაძე-კიკაბიძის, მარუსია მიქელაძისა, სევ. მესხისა და სხვ. მონაწილეობით გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდა). მისივე მონაწილეობით აშენდა კულაშის (ჯვარცმის ეკლესიის მახლობლად)  სახალხო სახლი, რომელშიც იმართებოდა წარმოდგენები და კრებები. 1909-1913 წლებში ბაქოში არალეგალურად ცხოვრობდა და პარტიულ მუშაობას ეწეოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (გაგრა, ტუაფსე, ნოვოროსიისკი) გამართულ ქართულ წარმოდგენებში მონაწილეობდა. 1915 წელს სამტრედიის ბიბლიოთეკის გამგედ იქნა მიწვეული, რომლის დროსაც მუშაობდა დრამატულ და პარტიულ სექციებში, არალეგალური პარტიული სხდომები მასთან იმართებოდა. 1918 წელს შეიქმნა სცენისმოყვარულთა წრე დ. კობახიძის ხელმძღვანელობით "დემოს" სახელწოდებით, კატო მიქაძე იყო ამ პროლეტარული მოგზაური დასის წევრი. რევოლუციის შემდეგ ომის გაგრძელების წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩამოშორდა მენშევიკურ ორგანიზაციას და სრულიად დამოუკიდებლად ბოლშევიკური მიმართულებით განაგრძო მუშაობა, სამტრედიაში  შექმნა პარტიული ორგანიზაცია და მოიწვია პირველი ბოლშევიკური ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება (ვალ. გეგეშიძე, სპირ. კიკაჩეიშვილი და თვითონ კატო მიქაძე), მენშევიკების წინააღმდეგ მუშაობდა, რის გამოც რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული. ბაქოს გასაბჭოების შემდეგ დაესწრო  ბაქოში მოწვეულ აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობას, როგორც ბოლშევიკთა დელეგატი. აქვე მონაწილეობდა ქართულ წარმოდგენებში, რომლის შემოსავალი ხმარდებოდა ადგილობრივ სკოლასა და ქართველ სამხედრო ტყვეებს, ამავე დროს ეხმარებოდა დევნილ ქართველებს და მთიელ ქალთა შორის პროპაგანდისტულ მუშაობას აწარმოებდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქალთა შორის იყო ინსტრუქტორ-ორგანიზატორი და პროპაგანდისტი, ასევე ყოველნაირად ეხმარებოდა ჟურნალ "პირველი ნაბიჯის" გამოცემას. რევოლუციონერი, ორგანიზატორ-პროპაგანდისტი და სცენისმოყვარული.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.339-340


Share: