| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ახალაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდანვე მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში, როგორც ქირურგ-ორდინატირი. ბერლინის აღების დროს კი უკვე დივიზიის მთავარი ქირურგი იყო. 1946–1951წწ. საქართველოში იყო ერთ-ერთი საავადმყოფოს კლინიკურ-ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიის გამგე. ინტენსიურად მუშაობდა სისხლძარღვთა და აღდგენით ქირურგიაში კიდურების გადანერგვის მეთოდის გასაუმჯობესებლად. კვლევამ შედეგი გამოიღო და 1948 წელს აღმოჩენილ იქნა და შემდგომში ფართოდ დაინერგა სისხლძარღვთა გაკერვის ახალი მეთოდი. მსოფლიოში პირველად აბრეშუმის ძაფი შეიცვალა ტანტალის მავთულით. სწორედ ამ გამოგონებისთვის მეცნიერთა ჯგუფს, მათ შორის მიხეილ ახალაიას, 1951 წელს მიენიჭა სტალინური (შემდგომში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო) პრემია. 1952 წლიდან მშობლიურ სოხუმში მოღვაწეობდა. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს უთავსებდა ინტენსიურ სამეცნიერო და პრაქტიკულ კლინიკურ მოღვაწეობას. მან შექმნა დღეს უკვე ცნობილი რამდენიმე სამედიცინო აპარატი. სწორედ ამ პერიოდშია დამუშავებელი შემდგომში საყოველთაოდ აღიარებული საყლაპავი მილის კიბოსა და კუჭის წყლულის მკურნალობის ახალი მეთოდები მექანიკური ნაკერების მეშვეობით, სადაც პირველად გამოიყენეს ლითონის მავთული. ასევე წარმატებული იყო ტრავმატოლოგიაში. მის მიერ შემუშავებული სწრაფი შეხორცებისთვის აუცილებელი დინამიკის კომპრესიის კონცეფციის საფუძეელზე შექმნა ხუთი აპარატისგან შემდგარი ფიქსატორების კომპლექსი, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის მართვის ეფექტურ საშუალებას იძლევა. 1961 წელს მიხეილ ახალაიას მიერ სოხუმში შექმნილი სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული ლაბორატორია 1963 წელს კიბერნეტიკის ინსტიტუტს შეერწყა და იგი სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების გამგე. აღნიშნული განყოფილება 1963-1992წწ. სოხუმში, ხოლო 1993 წლიდან თბილისში კიბერნეტიკის ინსტიტუტის ძირითად კორპუსში ფუნქციონირებდა. მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები წარმოებდა სამედიცინო კიბერნეტიკის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებაში. იგი ამ სფეროში 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში პროფესორი მიხეილ ახალაია აქტიურად ამუშავებდა ახალი ტიპის პრეპარატების მართვადი მაგნიტური საკითხების მიღების, კვლევისა და მათი მედიცინასა და ბიოლოგიაში გამოყენების საკითხებს. ამ დარგში მისი გამოკვლევები პიონერული ხასიათისაა. იგი იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული მაგნიტური სითხეების მედიცინასა და ბიოლოგიაში გამოყენების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია 8 ორდენით, მრავალი სამთავრობო ჯილდოთი და მედლით. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

