The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით უზუნაშვილი

დავით უზუნაშვილი
დაბადების თარიღი:1965
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1992  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში შორეულ აღმოსავლეთში. 1986 წლიდან სწავლობდა ხარკოვის საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1991 წლის ნოემბერში დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის თებერვალში ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის 28-ე ბატალიონში. იბრძოდა ცხინვალში. 1992 წლის ივლისში გადავიდა "თეთრი არწივის" სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ხელმძღვანელად. პირველივე დღიდან მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის "თეთრი არწავის" წევრი, გვარდიის კაპიტანი დავით უზუნაშვილი დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს აფხაზეთში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან წარმოებულ ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.397


გააზიარე: