| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ბოკერია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საგლინავ საამქროში ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" ინჟინრად. 1957 წელს მოსკოვში გაიარა ავტომატური მართვის დაპროექტება-ექსპლუატაციის კურსები და მუშაობა განაგრძო რუსთავის "ავტომატმრეწვში" პროექტის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა რუსთავის, სუმგაითის, მაგნიტოგორსკის, დნეპროპეტროვსკის და სხვა მეტალურგიული ქარხნების ავტომატური სისტემების დამუშავებაში. 1963-1966წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობდა კოსმოსური აპარატურის ნახევარგამტარული გარდამქმნელების შექმნაში. 1966–1969წწ. მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტია. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971-1980წწ. მუშაობდა ლენინგრადის ინსტიტუტ "პროექტავტომატიკის" დირექტორად, რომელიც მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა. 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაქომეტრიის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორი იყო. საქართველოს მრეწველთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი საბჭოს წევრი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები. იყო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

