| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაღარშაკ ელიბეკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ვაღარშაკ ელიბეკიანი დაიბადა ზეინკალ ჰ. ელიბეკიანცის ოჯახში. დაამთავრა "ჰაიარტუნის" სამხატვრო წრე, სადაც მისი პირველი მასწავლებელი იყო პარიზში განათლებამიღებული ფერმწერი გიგო შარბაბჩიანი. იგი ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში დაინიშნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორად, შემდეგ სტეფან შაუმიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის დირექტორად. ვაღარშაკ ელიბეკიანმა გააფორმა ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი. მან ხატვა 64 წლის ასაკში დაიწყო. 1976 წელს, გაიმართა მისი ორი პერსონალური გამოფენა ერევანში და ერთი თბილისში, მაშინ დაარქვა ლადო გუდიაშვილმა ვაღარშაკ ელიბეკიანს "ძველი თბილისის მომღერალი". მოგვიანებით, ვაღარშაკ ელიბეკიანის ნამუშევრები გამოიფინა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიასა და სხვ. 2020 წლის 10 აგვისტოს, ვაღარშაკ ელიბეკიანს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ძველი თბილისის ვიზუალური ენციკლოპედიის შექმნაში. წყარო: სომხეთის საზოგადოებრივი რადიო: ძველი თბილისის მომღერალი ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

