The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ უსენაშვილი

ზურაბ უსენაშვილი
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1969
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის წმინდა ნინოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1987 წლის 14 ნოემბერს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა გერმანიაში. იყო ტანკისტი. საქართველოში დაბრუნდა ოფიცრის წოდებით, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. პირველი საარმიო კორპუსის ცალკეული ბატალიონის მეთაური, შავნაბადას ბატალიონის მეთაურის მოადგილე, მაიორი ზურაბ უსენაშვილი 1992 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში: ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პირველ საზღვაო დესანტში. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს ოჩამჩირის რაიონში, სოფელი ტამიში - ანუარხუ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.399-400

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: