| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი ექიმი ქირურგის კვალიფიკაციით 1995 წელს; 1996-1997წწ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ინტერნატურა - ქირურგი ონკოლოგის კვალიფიკაცია (თბილისი, საქართველო); 1998-2001წწ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ასპირანტურის სრული კურსი (თბილისი, საქართველო). 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "აქსილარული დისექციის როლი და ზედაზოგვითი ქირურგიული ტაქტიკის განსაზღვრა ძუძუს კიბოს I-II (T1-2N0M0) სტადიის დროს" და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2011 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი; 2014 წლიდან მიენიჭა პროფესორის წოდება. პროფესიული გამოცდილება: 1984-1990წწ. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სანიტარი; 1990-1995წწ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილების ექთანი; 1995-1999წწ. საქართველოს სამხედრო ჰოსპიტლის უმცროსი ექიმი; 2000-2013წწ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგიის განყოფილების ექიმი მამოლოგი, ონკოქირურგი; 2003-2013წწ. შ.პ.ს. ონკოლოგიური კლინიკის "ქირონის" მამოლოგი, ონკოქირურგი; 2003-2008წწ. კლინიკა "ინტერკლინიკის" ექიმი-მამოლოგი, კონსულტანტი; 2008-2018წწ. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი მამოლოგი, კონსულტანტი, ონკოქირურგი; 2001-2012წწ. კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი მამოლოგი, ონკოქირურგი; 2012 წლიდან კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2024 წლიდან კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ქირურგიის სამსახურის უფროსი. სამეცნიერო საქმიანობა: 2010- 2011წწ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი - რეზიდენტთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი; 2014 წლიდან უნივერსიტეტ "გეომედის" ონკოლოგიის კათედრის პროფესორი; 2015 წლიდან პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის რეზიდენტთა მომზადების ონკოლოგიის მოდულის ხელმძღვანელი; 2013-2015წწ. 2 ასპირანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2017 წელს 1 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2000 წლიდან 47 პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელიც გამოიცა საქართველოსა და საზღვარგარეთის სამედიცინო გამოცემებში. სამეცნიერო კლინიკური კვლევები: 2007 წლიდან 13 საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი. სამეცნიერო კონფერენციები და ტრენინგები: კავკასიის ქვეყნების ონკოლოგთა მესამე კონგრესი (2004, ერევანი, სომხეთი); ძუძუს კიბოს მასტერკლასი ფორუმი ESO (2005), სამხრეთ კავკასიის ონკოლოგთა მეოთხე საერთაშორისო კონგრესი (2007, თბილისი, საქართველო); აჩიბადემის საუნივერსიტეტო კლინიკის სემინარი (2009, სტამბოლი, თურქეთი); კიბოს მკურნალობის 21-ე საერთაშორისო კონგრესი (2010, პარიზი, საფრანგეთი); ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდები (2012, ბრიუსელი, ბელგია); ESMO-ს საერთაშორისო კონფერენცია (2012, 2013, ვენა, ავსტრია); ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, კონფერენცია (2023, თბილისი, საქართველო); ევროპის ქირურგთა საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია (2024, 2025, ბათუმი, საქართველო); ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა - სამედიცინო სიახლეები - კონფერენცია (2025, თბილისი საქართველო). ძირითადი სამეცნიერო ინტერესები: ძუძუს კიბო - პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა; სარძევე ჯირკვლების დაავადებები და ჯანმრთელობა; ონკოქირურგია, ონკოპლასტიკური ქირურგია; სამედიცინო სამეცნიერო საქმიანობა; სამედიცინო მენეჯმენტი. მამოლოგი, ონკოლოგი, ონკოქირურგი, საქართველოს წამყვანი სპეციალისტი მამოლოგიასა და ონკოქირურგიაში. წყარო: სადაც გამოცდილება სიცოცხლეს იცავს: kakhaberbaramidze.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

