The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარი ბუცხრიკიძე

ოფიციალური სახელი:გარბერტ ბუცხრიკიძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2007  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1962 წელს.

მთელი ცხოვრება მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1972 წელს მიიღო დოცენტის წოდება; 1979-1984 და 1989-1992წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი; 1988 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1992 წელს აირჩიეს სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგედ. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ახალი მიმართულების – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების პროცესების ავტომატიზაციის შექმნას და დაფუძნებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როგორც პედაგოგის და აღმრზდელის მოღვაწეობა, სრულყოფდა სასწავლო პროცესს, ქმნიდა სასწავლო ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებს, აღზარდა მრავალი მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი. ტექნიკურ უნივერსიტეტში სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე (მიმართულების კოორდინატორი).

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.248-249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: