The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1980  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2014-2015წწ. იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. იყო შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილე,  დირექტორი. მუშაობდა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე. 2021–2024წწ.  მუშაობდა საქართველოს წყლის რესურსების მართვის ასოციაციაციის აღმასრულებელ დირექტორად. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნამდე იკავებდა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. არის საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიების და სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი. აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსების, საბანკო საქმისა და დაზღვევის სფეროში. გავლილი აქვს ტექნიკური სწავლება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სისტემების მონიტორინგსა და ოპერირებაში. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო: moi.gov.ge


გააზიარე: