The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გაბრიჩიძე

ვახტანგ გაბრიჩიძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2011  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართეელოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი 1962 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვეს "ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის" საპრობლემო ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო. 1964-1971წწ. საპრობლემო ლაბორატორიის უფროს ინჟინრად მუშაობდა. I971 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და აირჩიეს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ასისტენტად, შემდგომ უფროს მასწავლებლად. 1976 წელს დოცენტის წოდება მიენიჭა. 1972 წელს დაინიშნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. ამ პერიოდიდან მოყოლებული 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყეელაზე მასშტაბურ საინჟინრო ფაკულტეტის სასწავლო პროცესს. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი – დეკანად. რეფორმების დაწყებისთანავე იგი მუშაობდა სასწავლო პროცესში უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და კომპიუტერული წიგნიერების დასამკვიდრებლად. საქართეელოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 50 წლის მანძილზე "გამოთვლითი ტექნიკის" კათედრის თანამშრომელი და "ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის" (შემდგომ "ინფორმატიკისა და მართვის სისტემების") ფაკულტეტის დეკანის მოადგილე 30 წლის განმავლობაში. მრავალი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.250

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: