The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალე ფეიქრიშვილი

ალე ფეიქრიშვილი
სხვა სახელი:ალბერტ ფეიქრიშვილი
ჩაგუნა ფეიქრიშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1992  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ზემო ხანდაკის სასაფლაო, კასპის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხანდაკი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ავტოშემკეთებლის სპეციალობით.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოხალისედ ჩაეწერა კასპის ბატალიონში, 1992 წლის 22 აგვისტოდან მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის №17363 სამხედრო ნაწილში. დაიღუპა 1992 წლის 18 სექტემბერს ქ. სოხუმში, საბრძოლო მანქანის აფეთქების მომენტში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.403-404

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: