| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეჟან გონჯილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1964 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კეალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვაში", 1968 წლიდან – ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ჯერ ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილებაში, შემდეგ – ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში განყოფილების გამგედ; 1989 წლიდან - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკისა და ჯანდაცვის კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1988 წელს - ქ. კიევში სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 100-სე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელოსი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

