| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშიძის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1967წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონული, შემდეგ სარაიონთაშორისო გაზეთის რედაქტორის მოადგილედ; 1967-1980წწ. პარტიის აბაშის რაიკომის პროჰაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ; 1970 წლიდან იყო გაზეთ "განახლებული აბაშის" რედაქტორი. სისტემატურად თანამშრომლობდა საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "ილია ჭავჭავაძე დუშეთში", "ბავშვების ქომაგი", "არდადეგების დღეები" და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

