| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ნაცვლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით 2012 წელს. 1978-1985წწ. საქართველოს ტელერადიო კომიტეტი, ტელევიზიის სამეცნიერო-პოპულარული, ხოლო შემდეგ საინფორმაციო მთავარი რედაქციების რედაქტორი, რედაქტორულ საქმიანობასთან ერთად არაერთი გადაცემისა და სიუჟეტის ავტორი; 1987-2007წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრა, მეცნიერი თანამშრომელი, მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი; 1994-1996წწ. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია "ტაოს" შემოქმედებით ჯგუფს, სადაც ამზადებდა საავტორო ტელეგადაცემებს; 2001-2007წწ. იყო თსუ-ის სტუდენტურ-შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის მიერ მომზადებული ყოველკვირეული პუბლიცისტური პროგრამა "საწინდარი" გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიის I არხზე; 2006-2007წწ. მასობრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2012წწ. მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების ინსტიტუტი, ასისტენტ-პროფესორი; წლების მანძილზე, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, უძღვებოდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს: ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები; რადიოჟურნალისტიკის საფუძვლები; სატელევიზიო პროგრამების ორგანიზაცია და ტექნოლოგია; ტელე-რადიოჟურნალისტის ოსტატობა; საზღვარგარეთის ტელევიზია და რადიო; სატელევიზიო გადაცემების მომზადება; რადიოგადაცემების მომზადება; რეკლამა მედიაში; სარეკლამო ვიდეორგოლების მომზადება; სამაუწყებლო მედია; სატელევიზიო რეჟისურის საფუძვლები; ტელევიზიის ადგილი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემაში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტელეჟურნალისტიკის სფეროში; რეგულარულად ხელმძღვანელობდა საბაკალავრო ნაშრომებს, ასევე მონაწილეობდა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციებში; 2003 წელს გახდა თბილისის საკრებულოს, მერიის და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ჟურნალისტთა წლის კონკურსის "დედაქალაქი", ნომინაციაში "სატელევიზიო გადაცემა" გამარჯვებული; არის დოკუმენტური ფილმის "გუდაური" ტექსტის ავტორი (1997); 1998 წელს გაიმარჯვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციალური რეკლამის ტენდერში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2009); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი (2007); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი (2002); საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი (2006); გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი (1997). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.236; old-static.1tv.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

