The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ეზუგბაია

ზურაბ ეზუგბაია
Date of birth:16 December, 1975  (50 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა
1997 წელს.
1995-1998წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი; 1996-1997წწ. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1998-2000წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებისა და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს იურიდიული სექტორის უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, იმიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი; 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2001-2003წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი; 2002-2003წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერატორი გენერალური დირექტორის იურიდიული მრჩეველი; 2004-2020წწ. შ.პ.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის იურიდიული მენეჯერი; იურიდიული აღმასრულებელი მენეჯერი; მმართველთა საბჭოს წევრი; 2020-2022წწ. ს/ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი; დირექტორი ინტერკონექციისა და ორგანიზებული ბაზრების განვითარების სფეროში; 2023-2025წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიის, ანალიზისა და პერსპექტიული პროექტების დეპარტამენტის მრჩეველი; 2023-2025წწ. შეერთებული შტატების ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) პროგრამის "JSET" (სამართლიანი და უსაფრთხო ენერგეტიკული გადასვლა) კონსულტანტი; 2025 წლის სექტემბრიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


Share: