| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ავალიანი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი (მაგისტრი) 2009 წელს; 08.2010-09.2010 წელს გაიარა საერთაშორისო სავეტერინარო ეპიდემიოლოგიური ტრეინინგ კურსი (ფორტ კოლინზი, კოლორადოს შტატი, აშშ) პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) სერტიფიცირებული პროექტების მართვის ინსტიტუტის მიერ (PMP ნომერი: 3201027); 07.2011–06.2013წწ. (SC-FELTP) სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ტრეინინგ კურსი (III კოხორტა); 14.09.2013–28.09.2013 წელს USDA, APHIS ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებების (ITAD 2013) საერთაშორისო ტრეინინგ კურსი (პლამ აირლენდი, აშშ). 04.2010–06.2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარიის დეპარტამენტის სპეციალისტი; 06.2010-01.2011წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 01.2011-04.2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსი; 04.2011-09.2015წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 09.2015-10.2015 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 10.2015-03.2019წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი; 09.2018–09.2025წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 04.2019–09.2025წწ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" პროექტის უფროსის მოადგილე; 09.2025 წელს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინიტრის მოადგილე; 06.2024-08.2025წწ. გავლილი აქვს Land O’Lakes Venture37 მენეჯმენტის ჩართულობის და განვითარების (LEAD) პროგრამა; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პედაგოგი. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (2014). პარაზიტოლოგი. წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

