| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გრიგოლიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით. ქ. მოსკოვში სწავლობდა ასპირანტურაში. დაიცვა დისერტაცია. მუშაობდა აკადემიკოს ე. პატონის სახელობის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. აღზარდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკელევრების მრავალი თაობა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი დისერტაცია. 100 სამეცნიერო ნაშრომისა და 70 გამოგონების ავტორი. აქედან რამდენიმეს მიღებული აქვს აშშ-ის, შვედეთის, თურქეთისა და ლიტვის სახელმწიფო პატენტი. მათგან მრავალი დანერგილია წარმოებაში. სამეცნიერო ნაშრომების დიდი ნაწილი შეტანილია უცხოეთის სამეცნიერო კატალოგებში. იგი მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილე იყო. მრავალჯერ იმყოფებოდა გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებებით პოლონეთის, თურქეთის, ლიტვისა და რუსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. როგორც უნივერსალური მკვლევარ-ინჟინერი, იყო საყოველთაოდ ცნობილი პიზის კოშკის გადარჩენის ორიგინალური და არატრადიციული პროექტის ერთ-ერთი ავტორია. მან სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლო წლები დაუთმო მცირე სიმძლავრის ჰესების, ენერგოდამზოგველ საშუალებათა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკითხებს. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

