| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ფირგასიმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1984 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 სექტემბერს ჩაირიცხა 103-ე ბატალიონში, იბრძოდა გაგრა-ლესელიძეში კოლხიდის მთაზე. გაგრა-ლესელიძის ტრაგედიის შემდეგ იგი ჩაირიცხა ბატალიონ "ავაზაში", 19 ოქტომბერს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 101-ე ბატალიონის შემადგენლობაში. პირველი ასეულის მეორე ოცეულის მსროლელი რიგითი დავით ფირგასიმოვი გაგზავნილ იქნა 1992 წლის 20 ოქტომბერს ქ. სოხუმში, აღნიშნული ბატალიონი დისლოცირებული იყო სოფელ შრომაში. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს ახალშენი-შრომის მიმართულებით შემოტევის დროს, იყო ასეულის ზემდეგი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.407
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

