The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ქამაშიძე

აკაკი ქამაშიძე
Date of birth:1935
Date of death:2004  (at 69 years)
Burial location:სოფელ ქვედა თხილვანას სასაფლაო, ხულოს მუნიციპალიტეტი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა თხილვანა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგის ფაკულტეტი 1964 წელს.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავლდებულო სამხედრო სამსახური და უკონკურსოდ ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგის ფაკულტეტზე; 1964 წელს მუშაობა დაიწყო ხულოს რაიონის ვერნების 8-წლიან სკოლაში გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლად; 1965 წლის სექტემბრიდან დააწინაურეს მშობლიური თხილვანის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ საწარმო სწავლების დარგში და ბიოლოგიის მასწავლებლად; 1966 წელს კი გადაიყვანეს დირექტორის მოადგილედ კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; 1968 წლიდან ქვედა თხილვანის 8 წლიან სკოლაში ასწავლიდა ქიმია-ბიოლოგიას; 1985 წელს სათავეში ჩაუყენეს თხილვანის კოლმეურნეობას, შემდეგ ისევ პედაგოგიურ სარბიელს დაუბრუნდა და 1992-1995 წლებში ასწავლიდა ბიოლოგიას ქვედა თხილვანის საშუალო სკოლაში; 1995 წელს იგი დამსახურებულ პენსიაში გავიდა.


Share: