| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ქამაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ქვედა თხილვანა, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1957 წელს. პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1957 წლის 1 სექტემბრიდან თხილვანის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1961-1962წწ. იყო სკოლის დირექტორი; 1962-1989წწ. ქვედა თხილვანის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა; 1990 წელს საცხოვრებლად გადადის ხობის რაიონში, სადაც კვლავ აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას; 1992 წელს პენსიაზე გავიდა. თავისი 40 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით დიდი ამაგი დასდო სხალთა-ხიხანის ხეობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლისა და აღზრდის საქმეს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

