| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გვარაკიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 2003-2004წწ. იყო იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორი პროკურორ-კრიმინალისტის თანამდებობაზე; 2004 წელს - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ-კრიმინალისტი; 2004-2005წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; 2005-2009წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; 2009-2011წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2011 -2016წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2016-2019წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2019 წელს - ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; 2019-2022წწ. - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სმოადგილე; 2022-2024წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2024-2025წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2025 წელს - თბილისის პროკურორი; 2025 წლის 4 ივნისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ. 2025 წლის 24 ივნისიდან არჩეულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურორად. წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

