The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ რცხილაძე

ზურაბ რცხილაძე
Date of birth:12 March, 1932
Date of death:2007  (at 74 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით 1951 წელს; თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს; თბილისის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი ესპანური ენის სპეციალობით.

1952-1956წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროსა" და ფილარმონიის სოლისტი; 1963-1964წწ. მუშაობდა სამეცნიერო-პოპულარულ და ქრონიკა–დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რედაქტორად; 1964-1982წწ. გაზეთ "კომუნისტის" კორესპონდენტად, უფროს კორესპონდენტად, ხელოვნების სექტორის გამგედ; საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი განყოფილების გამგედ; 1989-1990წწ. იყო გაზეთ "მუსიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1991-1992წწ. ჟურნალ "ძეგლის მეგობრის" მთავარ რედაქტორი; 1994 წლიდან საქართველოს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება "მემორიალის" ამავე სახელწოდების გაზეთის მთავარი რედაქტორი; 1995 წლიდან გაზეთ "ასავალ–დასავალის" სპორტული მიმომხილველი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1986 წლიდან იყო ჟურნალისტთა სახლის დირექტორი. იგი არის პიესის "ახალ ბინას გილოცავ" და "ლუარსაბ თათქარიძის" ინსცენირების (ორივე დაიდგა სახელმწ. მინიატურების თეატრში), ასევე სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო მუსიკალური ფილმის "ივერია და სიყვარული" სცენარის ავტორი. მას ეკუთვნის ერთ–ერთი პოპულარული სიმღერა "ნათიას" მუსიკა. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.238

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1967-)

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი

Bibliography


Share: