The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა სილაგაძე

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1968 წელს; მოსკოვის საკავშირო ინსტიტუტის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1982 წელს.

1968-1970წწ. მუშაობდა ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქციაში კორექტორად; საქართველოს ტელევიზიის შტატგარეშე კორესპონდენტად; შემდეგ პროპაგანდის მთავარი რედაქციის, საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" უმცროს რედაქტორად; რადიომაუწყებლობის პროპაგანდის მთავარი რედაქციის უფროს რედაქტორად; 1975 წლიდან იყო ტელევიზიის სახალხო მეურნეობის მთავარი რედაქციის რედაქტორი. სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში: "ქუთაისი", "თბილისი", "კომუნისტი" და სხვ.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.239

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: