The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაზარე სინაურიძე

ლაზარე სინაურიძე
Legal name:ამირან სინაურიძე
Date of birth:20 October, 1952
Date of death:2022  (at 69 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს; ფილოსოფიისა და ესთეტიკის სასწავლო კურსი; საქართველოს წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა საღმრთო ლიტურგიის განხრით.

1975-1976წწ. იყო თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის რესპუბლიკური სასახლის მეთოდ-განყოფილების მეთოდისტი და საგამომცემლო ჯგუფის უფროსი; ამ წლების განმავლობაში პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა მედია საშუალებებთან; 1976-1980წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის საგამომცემლო ჯგუფის მთავარი რედაქტორი და უფროსი; 1980-1981წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს აღმზრდელობითი მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის საგამომცემლო განყოფილების გამგე; 1981-1982წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა მთავარი რედაქციის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების გამგე; 1982-1984წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა გაერთიანებული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1984-1991წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის (მთავარი საინფორმაციო პროგრამების "მოამბე", "ვესტნიკი", "ახალი ამბები", "ნაშუადღევს") მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1991-1996წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი (საქტელემაუწყებლობის კორპორაცია), ტელევიზიის ინფორმაციის მთავარი რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი, აგრეთვე, ავტორი და წამყვანი ტელეგადაცემებისა: "სახელმწიფო საბჭოს დღიური", "პარლამენტის დღიური", "პარლამენტის საათი"; მისი ავტორობით და ხელმძღვანელობით მომზადდა ტელემატიანე "ჟამი შენებისა"; 1996-1999წწ. საქტელემაუწყებლობის კორპორაცია, სატელევიზიო-საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციის მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე და პოლიტიკის განყოფილების გამგე; 1998-2004წწ. საქტელემაუწყებლობის (საზოგადოებრივი მაუწყებელი), დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამის "ალიონი", რუბრიკების "საეკლესიო კალენდარი", "ჩვენი სარწმუნოება" და "სახარების განმარტება" ავტორი და წამყვანი; 1999-2004 წწ. საქტელემაუწყებლობის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ტელევიზიის საერთაშორისო პროგრამების მთავარი რედაქციის პასუხისმგებელი კოორდინატორი; 2006-2007წწ. საზოგადოებრივი ჟურნალი "ივერიელნის" რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი; 2007-2022წწ.  "პალიტრა მედიას" მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"-ს კორესპონდენტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.240; "პალიტრა მედიას" მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ge

Member of Organizations

  • საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1993-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1990-)

Bibliography


Share: