| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი არჩვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფუტიეთი, ამროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1961წწ. მუშაობდა ადიგენის რაიონში მასწავლებლად, სასკოლო ინსპექტორად, განათლების განყოფილების გამგედ, რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1961 წელს საცხოვრებლად გადადის ქ. თბილისში; 1961-1979წწ. მუშაობდა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო N3 სკოლა-ინტერნატში; გლდანის სკოლა-ინტერნატის დირექტორის მოადგილედ; რესპუბლიკური სკოლა-ინტერნატის დირექტორად; 1979 წელს, როგორც გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი გადაიყვანეს საქართველოს განათლების სამინისტროში და დაინიშნა ჯერ საგეგმო-საბიუჯეტო განყოფილების, ხოლო შემდეგ საგეგმო-საფინანსო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მინიჭებული აქვს სსრკ განათლების ფრიადოსნის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და ორდენით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.-64-65 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

