| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხეითი, ონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1919 წელს; ქართული სამხედრო სკოლის-იუნკერთა სასწავლებლი 1921 წელს; სამხედრო სასწავლებელი პოლონეთში. პირველი საბრძოლო ნათლობა 1921 წლის თებერვალში, კოჯორ–ტაბახმელის ბრძოლებში მიიღო; საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს ბათუმიდან ევროპისკენ მთავრობასთან ერთად გაემგზავრა ბევრი სამხედრო, პოლიტიკური მოღვაწე და 69 იუნკერი, მათ შორის იყო ვანო ბაქრაძე. მან პოლონეთში სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, ოფიცრის ჩინი მიიღო და ულანთა მე–17 პოლკის როტმისტრი გახდა; მეორე მსოფლიო ომის დროს ვანო ბაქრაძე პოლონეთის არმიაში იბრძოდა; 1939 წლის რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტით პოლონეთის აღმოსავლეთის მიწები საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მოექცა; მეომართა ნაწილი იატაკქვეშეთში გადავიდა, ან პარტიზანებს შეუერთდა; ვანო ბაქრაძეს უკვე პოლონეთის არმიის კაპიტნის წოდება ჰქონდა; გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მისთვის საბჭოთა უშიშროებაში მოხვედრაც სახიფათო იყო. ამიტომ პარტიზანებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელებსაც ებრძოდნენ და საბჭოელებსაც; პოლონეთის გერმანულ ზონაში ჩატარებული ერთ–ერთი ოპერაციისას ვანო ბაქრაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და ვარშავის მახლობლად საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტყვეობიდან ქართველი ემიგრანტების დახმარებით განთავისუფლდა. მათივე რჩევით ჩაეწერა გერმანიის არმიაში მოქმედ ქართულ სამხედრო ნაწილში. მალე ობერლეიტენანტის სამხედრო წოდებაც მიიღო. ჯერ საბადრაგო ბატალიონ "თამარ მეორეში"-ში მსახურობდა, შემდეგ კი გადაიყვანეს ბატალიონ №799-ის.. მეთაურად, რომელიც ჰოლანდიაში იყო დისლოცირებული, ომის შემდეგ კი დანიაში; გერმანიის დამარცხების შემდეგ ვანო ბაქრაძე ამერიკულ ზონაში მოხვდა. იქიდან მეგობრების დახმარებით საფრანგეთში გადავიდა და პარიზში დასახლდა. მუშაობა დაიწყო პეჟოს ქარხანაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ საზოგადოებებთან. წლების მანძილზე იყო საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობისა და ყოფილ ქართველ იუნკერთა კავშირის წევრი; საქართველოში დარჩენილ ოჯახთან ურთიერთობა ვანო ბაქრაძემ 1959 წლიდან აღადგინა, თავდაპირველად წერილობითი კავშირი ჰქონდათ, შემდეგ ნათესავებიც ესტუმრნენ. მთელი ცხოვრების მანძილზე მას არც ქონების შეძენაზე უზრუნია, არც ოჯახის შექმნაზე, არც საფრანგეთის ქვეშევრდომობა მიიღო, რათა არაფერს დაეკავებინა თუკი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა. სამწუხაროდ, მისი ოცნებას ახდენა არ ეწერა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.66-67; ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.44-45
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

