| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოკი ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობა, მებაღეობა-მევენახეობის ფაკლულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით. 1956-1962წწ. მუშაობდა ზემო სამგორის სარწყავ სისტემაში, რუსთავის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის საკონდიტრო-ლიმონათის წარმოებაში, დიღმის მერძევეობის საბჭოთა მეურნეობაში, კამოს სახელობის თბილისის სასწავლო თვალსაჩინო ხელსაწყოების ქარხანაში. 1963 წელს მუშაობა დაიწყო თეთრიწყაროს რაიონში: 1963-1964წწ. აგროტექნიკოსი; 1964-1965წწ. მერძეობა-მეცხოველეობის მეურნეობის განთავისუფლებული მდივანი; 1966-1969წწ. გარდაბნის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1969-1971წწ. გამარჯვების მევენახეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილე და მთავარი აგრონომი; 1971-1972წწ. საელევატორო მრეწველობის სამინისტროს ინჟინერ-ტექნოლოგი; 1972-1982წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონში: 1972-1974წწ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვისა და ხარისხის გარდაბნის რაიონის სახელმწიფო ინსპექციის მთავრი ინსპექტორი; 1974-1976წწ. გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარე; 1876-1977წწ. საკონსერვო ქარხნის დირექტორი; 1977-1981წწ. რაისაბჭოს აღმასკომის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების ინსპექტორი, გამგე; 1982-1984წწ. საქართველოს ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის დირექტორი; 1984-1986წწ. გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის საორგანიზაციაო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე; 1998-2000წწ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული დამხმარე მეურნეობის უფროსის მოადგილე; 2000 წელს შპს "მცხეთის სანერგის" დირექტორის მოადგილე; 1990, 1995, 1998 წლებში არჩეული იყო გარდაბნის რაიონული საბჭოს დეპუტატად. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.71-72
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

