The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე რუხაძე

ალექსანდრე რუხაძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 1965  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1925 წელს.

1955-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; იმავდროულად იყო რესპუბლიკის მთავარი ნევროპათოლოგი; მან შეიმუშავა ტუბერკულოზური მენინგიტის დროს თავისა და ზურგის ტვინის სითხეში გლობულინების აღმოჩენის რეაქცია, რაც მეცნიერებაში მისი სახელით დამკვიდრდა. დაწერილი აქვს ნევროპათოლოგიაში სახელმძღვანელოები ("ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპტომატოლოგია" 1941; "ნევროპათოლოგია", 1957). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1955). 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.644-645

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: