The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ბაკურაძე

პავლე ბაკურაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 2005  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ზნაკვას სასაფლაო, ამბროლაურის რაიონი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა მილიციის უმაღლესი აკადემია; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი სკოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს დიდ სამამულო ომში და მონაწილეობას ღებულობდა გერმანელი დამპყრომბლების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1945 წელს მუშაობდა ამბროლაურის შსს რაიონულ განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს პარტიის ამბროლაურის რაიონულ კომიტეტში; 1964-1990წწ. ამბროლაურის რაიონის საგზაო საწარმოს უბნის უფროსი, საწარმოს ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯერ ამბროლაურის რაიონის ვეტერანთა კავშირს, ხოლო შემდეგ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალურ შრომისა და ომის ვეტერანთა ბიუროს. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.75

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: