The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ ბუგიანიშვილი

როინ ბუგიანიშვილი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1941  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ- მექანიკოსის სპეციალობით 1968 წელს; ქ. მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1979 წელს.

პროფტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის საავიაციო ქარხანაში; 1968-1971წწ. ქ. თბილისის 26 კომისრების სახელობის კომკავშირის რაიკომის მდივანი; 1971-1974წწ. თბილისის საავიაციო ქარხნის პარტიული კომიტეტის ინსტრუქტორი; 1974-1975წწ. საავიაციო ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1975-1979წწ. პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტი, საორგანიზაციო განყოფილის გამგე; 1979-1982წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, კადრების სექტორის უფროსი; 1982-1986წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი მოადგილე კადრებისა და სოციალურ საკითხებში; 1986 წელს აირჩიეს საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირების თავმჯდომარედ; ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და ორდენით. მინიჭებული აქვს საპატიო რკინიგზელის წოდება. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1979 წელს).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.77

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: