The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბუაძე

გრიგოლ ბუაძე
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1993  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხონჭიორი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1932 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი  1938 წელს.

სტუდენტობის პერიოდში და შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, კულტურის სახლში და პარტკაბინეტში - ლექტორად, ქუთაისის რადიოგადაცემების მდივნად. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საისტორიო საზოგადოების, პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქიოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 1940-1990წწ. არჩეული იყო შავრა-ნამანევის სასოფლო საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატად, მრავალი კომისიის თავმჯდომარედ, სხვადასხვა დროს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და ა. შ. 1938 წელს გ. ბუაძე საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით დანიშნეს ჯერ ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეგეულის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 1939 წელს გადაიყვანეს ნამანევის საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც უწყვეტად იმუშავა 52 წელი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.78


გააზიარე: