| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ქორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1935 წელს. მუშაობა დაიწყო იმავე ინსტიტუტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად; 1938-1940წწ. იყო დედისა და ბავშვთა დაცვის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; დიდი სამამულო ომის დროს ქირურგიის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1952-1965წწ. დედისა და ბავშვთა დაცვის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1965-1975წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1936 წლიდან კითხულობდა სამეანო-გინეკოლოგიურ კურსს თბილისის სამეანო ტექნიკუმში; კვლევით ინსტიტუტში უძღვებოდა სტუდენტების, კლინიკური ორდინატორების, რაიონებიდან მოვლინებული ექიმების, ასპირანტების დახელოვნების საქმეს. მრავალი სამეცნიერო ნაშრომიდან დაბეჭდილი ჰქონდა 81, რომელთაგან 10 მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნირებათა კანდიდატი (1948), მედიცინის მეცნირებათა დოქტორი (1959). პროფესორი (1962). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.708-709 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

