The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაომი ბოჭორიშვილი

ნაომი ბოჭორიშვილი
Date of birth:5 January, 1941  (85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო მანქანებისა და მაღაროს ტრანსპორტის სპეციალობით 1969 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს.

1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანებისა და მაღაროს ტრანსპორტის კათედრაზე ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის გამგედ; 1978 წელს სამუშაოდ გადავიდა შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე; 1985-1992წწ. დაიკავა დოცენტის თანამდებობა; 1992 წელს აირჩიეს შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრის გამგედ; 1993 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; ის სისტემატიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში; დანერგილი აქვს ოთხი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო საქართველოს მოსაპირკეთებელი მასალების კარიერებზე, აგრეთვე მის მიერ დანერგილია ოთხი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, მათ შორის ორი პნევმოკონტეინერულ ტრანსპორტზე; არის საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში შესრულებული და წარმოებაში დანერგილი მაღალეფექტური სამეცნიერო ნამუშევრების პირველი პრემის ლაურიატი. 100 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 4 ბროშურის, 4 სახელმძღვანელოს ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1984 წელს ქ. მოსკოვში, სამთო ინსტიტუტში), პროფესორი (1993).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.84

Bibliography


Share: