The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ჭანტურია

იური ჭანტურია
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2008  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ კვათანის სასაფლაო, მის მიერ აშენებული ეკლესიის ტერიტორია, აბაშის რაიონი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვათანა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1980 წელს.

1969-1971წწ. მუშაობას შეუდგა აბაშის რაიონის სოფელ ტყვირის ი. სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში - თავმჯდომარედ; შემდგომ აბაშის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად (1971); ამ პერიოდში დაიწყო საკავშირო მასშტაბით გახმაურებული აბაშის რაიონის სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული ექსპერიმენტი, რის წარმართვაში იური ჭანტურიას მიუძღოდა დიდი წვლილი; 1981-1992წწ. ქ. თბილისში საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრებისა და დელეგაციების, მთავრობის რეზიდენციებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი გარდაბნის რაიონის 700 ჰექტარი მიწის ფართობზე შექმნილი მთავრობის მეურნეობის გენერალური დირექტორი; 1992-2008წწ. იყო გაერთიანების მმართველი; ცნობილი მკურნალის ვაჟა ივერიელის მიწვევით იგი 90-იან წლებში არჩეულ იქნა საქართველოს დიაბეტური ასოციაციის "სადა"-ს ვიცე პრეზიდენტად, მოგვიანებით კი პრეზიდენტად (1999); მიღებული ქონდა მრავალი მადლობა, სიგელი და ორდენი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.710-712

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აბაშის რაიონის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარე (1971-1981)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ლენინის ორდენი
  • 1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: