The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური ჩაჩიბაია

კუკური ჩაჩიბაია
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩაჩიბაია
დაბადების თარიღი:1936  (90 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაათავრა სერგო ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საინჟინრო ეკონომიური ინსტიტუტი-ინჟინერ ეკონომისტის სპეციალობით.

1956-1959წწ. მუშაობდა ყაზახეთში ტუკუზაკში კოლმეურნეობის მექანიკოსად; 1959-1962წწ. სენაკის ავტოსატრანსპორტო კანტორის ავტოკოლონის უფროსად; 1962-1965წწ. სახელმწიფო დაზღვევის სტატისტიკის სენაკის ტერიტორიულ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე, 1966 წელს სამუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სენაკის M5 ტრესტის M12 მოძრავ მექანიზირებული კოლონიის სამუშაოთა მწარმოებლად;  1969 წლიდან მუშაობას აგრძელებს ამავე ტრესტის საწარმოო ტექნიკური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად;  1971 წელს მუშაობას იწყებს სენაკის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომსაწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად, საიდანაც გადაჰყავთ საქართველოს კომპარტიის სენაკის რაიკომის ინსტრუქტორად; 1975 წელს არის სენაკის პარტიის რაიკომის მშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, რომელიც კურირებას უწევდა მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამსახურებს; 1976-1984წწ. იყო სამომხმარებლო კოოპერაციის (ცეკავშირის) სენაკის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მის მიერ მოძიებულ იქნა და აშენდა სოფლების: ხორშის, ნოსირის და უშაფათის სავაჭრო ცენტრები; დაპროექტდა და ექსპლუატაციაში შევიდა 24 ტონიანი პურსაცხობი სოფელ კოტიანეთში, ჭალადიდში, ხორშის მოსახლეობისთვის 18 კმ-ზე გაყვანილ იქნა წყალსადენი; თანამედროვე დიზაინით მოხდა ნოქალაქევისა და სახარბედიოს რესტორნების რეკონსტრუქცია, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ სენაკის თანამედროვე იერსახის შექმნისათვის; 1984-1990წწ. მუშაობდა სენაკის სპეცსარემონტო სამშენებლო სამმართველოს უფროსად. ოთხჯერ იყო არჩეული სენაკის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.245

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: