| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ღირსიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1998 წელს; 2007 წელს - საერთაშორისო ვიზიტორის პროგრამა, მედია კურსი, აშშ; 2010 წელს - თანამედროვე მედია ტექნოლოგიების კურსი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2011 წელს - სოციალური მედიის სასწავლო კურსი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2016 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "ოქროს დონის მეთაურთა კურსი"; 2016 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "მეთაურთა უწყებათშორის კურსი"; 2017 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "ბრინჯაოს მეთაურთა ტრენერთა კურსი". 1998-2002წწ. - საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო ანალიტიკურ სამმართველოში განყოფილების უფროსის მოადგილე; 2002-2006წწ. - გაზეთი "24 საათის" - ჟურნალისტი - საერთაშორისო მიმომხილველი; 2004-2006წწ. - საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიზის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; 2009-2013წწ. - სამაუწყებლო კომპანია "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი და რედაქტორი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2014 წელს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საგარეო უსაფრთხოების საკითხების დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2015წწ. - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2015-2017წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე; 2018-2019წწ. - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2019-2022წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 2022-2024წწ. - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; 2024-2025წწ. - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი; 2025 წლიდან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

