| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიის განხრით და ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ფერწერის მიმართულებით 1980 წელს. 1981 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში; 1996 წლიდან "ქვის ფონდის" მცველი, ხოლო 2000 წლიდან საგანძურის გნყოფილების გამგეა; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შუა საუკუნეების ხელოვნების კოლექციების უფროსი კურატორია; 1995 წელს აირჩიეს საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის მეთოდური საბჭოს წევრად, გარდა ამისა იგი არჩეული იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უძრავი ძეგლების, ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" სარედაქციო კოლეგიის და ჟურნალ ხელოვნების მუზეუმის "ნარკვევების" სარედაქციო კოლეგიის წევრად. ის სხვადასხვა დროს მონაწილეობდა მნიშვნელოვან სახელოვნებათმცოდნე და არქეოლოგიურ ექსპედიციაში საქართველოში, თურქეთში, კვიპროსში, ისრაელში, იორდანიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო და თბილისი სასულიერო აკადემიებში. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.99 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

