The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გალინა გავაშელი

გალინა გავაშელი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქლუხორი, კრასნოდარის ოლქი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1972 წელს; საქართველოს უცხო ენეთა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით 1979 წელს.

ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პარალელურად სტაჟიორად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1972 წელს გადავიდა საქართველოს აკადემიურ ქართული ცეკვის ანსამბლში ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით და გასტროლებით შემოიარა საფრანგეთი, გერმანია, იუგოსლავია, აშშ, ბელგია, ესპანეთი, იტალია და ა. შ.; 1978-1983წწ. ცეკვავდა ანსამლ "რუსთავში", რომელსაც იმ დროს ანზორ ერქომაიშვილი და რევაზ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდნენ; 1983 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორ ანსამბლ "თბილისში".

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.103


გააზიარე: